„კოალიციის დატოვებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, როგორ ვიქნებით წინასაარჩევნო პერიოდში“

„კოალიციის დატოვებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, როგორ ვიქნებით წინასაარჩევნო პერიოდში“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კოალიციაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

დეპუტატი აცხადებს, რომ „ეროვნული ფორუმი“ და „რესპუბლიკური პარტია“ წინასწარ განცხადებებს ვერ გააკეთებდნენ, თუ არ ექნებოდათ გარკვეული კონსულტაციები ჯგუფში.

„კოალიციის დატოვებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, როგორ ვიქნებით წინასაარჩევნო პერიოდში მობილიზებული - იქნება ეს საარჩევნო ბლოკი, თუ ცალ-ცალკე გავალთ არჩევნებზე. ამ საკითხებზეა საუბარი. გამორიცხული არაფერია, ტრაგედიაც არაფერია, მაგრამ არის მთავარი საკითხი - ჩვენ გარკვეულ პრინციპებზე შევჯერდით 2012 წელს, როდესაც არჩევნებზე გამოვდიოდით. ნორმალური პოლიტიკური პროცესია, როდესაც მოახლოებული არჩევნებისთვის პოზიციათა შეჯერება აუცილებელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.