იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ლიბიის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება იგეგმება.
იტალიური გამოცემა „Corriere della Sera“-ს ინფორმაციით, სამხედრო მისია, რომელიც ლიბიის სანაპიროებთან საზღვაო პატრულირების ჩართვას და ასევე, ავიაგამანადგურებელ „Tornado“ მონაწილეობას ითვალისწინებს, დაუყოვნებლივ დაიწყება მას შემდეგ, რაც ლიბიის ხელისუფლებისგან შესაბამისი მოთხოვნა იქნება.
იტალია ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას, საკუთარ თავზე აეღო გადამწყვეტი როლი ლიბიის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონფლიქტის მოგვარებაში, თუმცა ხელისუფლების ფორმირებამდე, ნებისმიერი წინადადება სამხედდრო ჩარევის შესახებ, გამოირიცხებოდა.
იტალიის თავდაცვის მინისტრ რობერტ პინეტისს განცხადებით, იტალიის სპეციალური ძალები საკმარისად მომზადებულები არიან იმისათვის, რომ მოქმედება დაიწყონ, თუ ამის საჭიროება იქნება.