არის გარკვეული პრობლემები ჩვენთან ურთიერთობაში, მაგრამ რეალურად EPP-ის საქართველოსთან მეგობრობა პირველ პლანზე აქვს წამოწეული, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკიმ ევროპარლამენტარების ჯგუფის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დელეგაციასთან შესახვედრად დარჩა დღეს თბილისში.
"ევროპარლამენტი არის განწყობილი საქართველოს დასახმარებლად, მათ შორის, "სახალხო პარტია". "სახალხო პარტიასთან" თანამშრომლობა გვმართებს, მართალია, არის გარკვეული პრობლემები ჩვენთან ურთიერთობაში, მაგრამ რეალურად ეს არის პარტია, ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომელსაც საქართველოსთან მეგობრობა პირველ პლანზე აქვს წამოწეული", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, დღეს პაველ სვობოდამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანის აზრი არ შეიძლება მთელი პარტიის პოზიციად ჩაითვალოს.
ვოლსკის თქმით, ის პაველ სვობოდას განცხადებას მიესალმება.