საქართველოს მთავარ პროკურატურაში პოლიტიკური ექსპერტის, ვანო მაჭავარიანის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხდა, უწყებაში მისი დაბარება პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
ვანო მაჭავარიანის განმარტებით, გარკვეული პირები სოციალურ ქსელში, კერძოდ "ფეისბუქზე" ქმნიან ჯგუფებს, სადაც ხდება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განთავსება.
როგორც ცნობილია, ვანო მაჭავარიანმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პირადი ცხოვრების ამსახველი ის კადრები გაუგზავნეს, რომლის გავრცელებაც დაანონსებული იყო.