დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის აღსრულება კეთილსინდისიერ ადამიანებზეა დამოკიდებული

დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის აღსრულება კეთილსინდისიერ ადამიანებზეა დამოკიდებული

დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის აღსრულება სწორედ კეთილსინდისიერ ადამიანებზეა დამოკიდებულია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ისმენენ.

ეს განცხადება იზორიამ ფარული მიყურადების სისტემაზე საუბრისას გააკეთა.

"ხშირად საჯარო დისკუსიებში ითქმის, რომ მარტო კეთილსინდისიერებაზე როგორ ვიყოთ დამოკიდებულიო. დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის აღსრულება სწორედ კეთილსინდისიერ ადამიანებზეა დამოკიდებული. მარტო კონტროლის მექანიზმი ვერაფერს გახდება, თუ კანონის აღმასრულებელი კეთილსინდისიერად არ მოქმედებს. თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს ყველაფრის საშუალებას იძლევა, მათ შორის კერძო პირისაგან. ამიტომ მარტო კონტროლის მექანიზმები 100%-იანი გარანტიას ვერ მოგვცემს, თუ პიროვნება, ვისაც ხალხმა ანდო თავის ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილსინდისიერად არ განახორციელებს თავის მოვალეობებს. ამიტომ ჩვენ კონტროლსაც ვითხოვთ, მაგრამ იმის ამბიციაც გვაქვს, ვთქვათ, რომ კეთილსინდისიერად ვმოქმედებთ ჩვენი გადაწყვეტილებების განხორციელების ფარგლებში", - განაცხადა იზორიამ.