CNN-ი კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მომხდარი სროლის შესახებ დეტალებს ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას წყარომ განუცხადა, ვიზიტორთა ცენტრის შესასვლელში მეტალოდეტექტორის თაღში გასვლისას, საგანგაშო სიგნალი ჩაირთო , რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელს გაჩერება უბრძანეს. საპასუხოდ ბოროტმოქმედმა მათი მიმართულებით სროლა დაიწყო. ის საპასუხო სროლის შედეგად გაანეიტრალეს. თავდამსხმელი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სროლის დროს დაშავდა ერთ-ერთი სამოქალაქო პირი. როგორც "ტვიტერის" მიკრობლოგში კოლუმბიის პოლიციამ განაცხადა, კაპიტოლიუმში მომხდარი სროლა ცალკეული ინციდენტი იყო და საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს.
ამ დროისთვის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრი კვლავ დაკეტილია, თუმცა თეთრი სახლი და სენატი გაიხსნა მხოლოდ თანამშრომლებისთვის.