ბარაკ ობამა თურქ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაზე უარს აცხადებს

ბარაკ ობამა თურქ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაზე უარს აცხადებს

„The Wall Street Journal“-ის ცნობით, აშშ-ის ლიდერმა, თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ერდოღანი აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა.

გამოცემის ინფორმაციით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოთხოვნაზე, ერთად გაეხსნათ მეჩეთი, რომლის მშენებლობაც თურქულმა მხარემ დააფინანსა, ბარაკ ობამამ უარი განაცხადა.

ამასთან, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტის უარი არ უნდა განიხილონ როგორც უპატივცემულობა.