ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს შენობაში თანამშრომლებს ჯერჯერობით არ უშვებენ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ერთი სახანძრო ბრიგადა, რომლებიც შემთხვევის ადგილს სწავლობენ. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მე-6 სართულის ერთ-ერთ ოთახში, გამთენისას გაჩნდა.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ბოლქვაძე ვარაუდობს, რომ ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა. თეა ბოლქვაძის თქმით, ხანძრის შედეგად ეკონომიკის სამინისტროს ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას შესაბამისო დახმარება უკვე გაეწია.
"გამთენიისას ცეცხლი გაჩნდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის მეექვსე სართულზე, დამწვარია რამდენიმე ოთახი. სახანძრო სამსახურის მიერ ცეცხლის ლოკალიზების პერიოდში რამდენიმე სართულის ჩარეცხვა მოხდა. ამ დროისთვის თანამშრომლები შენობის გარეთ იმყოფებიან. მას შემდეგ რაც ნებას დაგვრთავენ შენობაში შესვლის, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა თეა ბოლქვაძემ.
რაც შეეხება დაშავებულს ქალბატონს, ის ეკონომიკის სამინისტორში დამლაგებლად მუშაობს და ხანძრის გაჩენის პერიოდში შენობაში იმყოფებოდა.