ბელგიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის ფარგლებში სულ 9 ადამიანი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, 5 დაკავებული გაათავისუფლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „Deutsche Welle“ ავრცელებს.
ბელგიის პოლიციამ რეიდი ქვეყნის მასშტაბით 13 რაიონში ჩაატარა.
გამოცემა „La Libre“-ს ცნობით, ევროპელი სამართალდამცავები სულ მცირე 8 ეჭვმიტანილს ეძებენ. საქმე ეხება ძირითადად ფრანგული და ბელგიური წარმოშობის ისლამისტებს, რომლების პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებში არიან ეჭვმიტანილები.