ოდესის ოლქიდან არჩეულმა დეპუტატებმა დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.
რეგიონალური პროკურატურის ხელმძღვანელები უკრაინის გენერალურ პროკურორ ვიქტოს შოკინს საყვარელიძის გაშვებას არამარტო დაკავებული თანამდებობიდან, არამედ, საერთოდ პროკურატურის სტრუქტურებიდან ითხოვენ.
შესაბამისი წერილი, რომელსაც ხელს უკრაინელი დეპუტატები აწერენ, ქვეყნის მთავარი პროკურატურის საიტზეა განთავსებული.
პროკურორები აცხადებენ, რომ დავით საყვარელიძე საკუთარი მოწოდებებით კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს არღვევს, რაც მის მიერ უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტის დაკავებასა და საერთოდ, პროკურატურაში მისი მუშაობასთან სრულიად შეუსაბამოა.