ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ეკონომიკის სამინისტროში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, დაშავებულია უწყებაში მომუშავე დამლაგებელი.
რაც შეეხება  ხანძარს, ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გავრცელდა. აალება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მუშაობას კვლავ განაგრძობენ.
სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ. ისინი უწყების მიმდენარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.