პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარ ტერაქტს 70 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 30 ბავშვი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო სათამაშო მოედნის მახლობლად აიფეთქა.
დაშავებულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.
გავრცელებული ცნობით, დაიხურა სავაჭრო და გასართობი დაწესებულებები. გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები.
ტერაქტის გამო პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.