პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, 50-მდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში , პარკში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
რამდენიმე ათეული დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.