პაკისტანში თვითმკვლელის აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში თვითმკვლელის აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ ლახორში მომხდარი აფეთქებების შედეგად. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი. სხვა მონაცემებით, აფეთქებას 53 ადამიანი ემსხვერპლა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე პანიკაა, რის შედეგადაც ჭყლეტა წარმოიქმნა, რომელშიც ბავშვებიც მოყვნენ.

აფეთქება ქალაქის ცენტრში პარკთან მოხდა, სადაც საბავშვო გასართობი საქანელებია.

ადგილობრივ საავადმყოფოებში 30-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.