ბრიუსელში პოლიციამ რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ქალაქის მთავარ მოედანზე აღნიშნული ჯგუფი მუსლიმ ქალბატონებს დაუპირისპირდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
თვითმხილველების განცხადებით, რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები ცდილობდნენ პატრიოტული მიმართულების სიმღერები შეესრულებინათ. მათ შორის დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმი ჩაერთო, რომელმაც რადიკალებს მოედანი დაატოვებინა.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიის პოლიციამ კვირის რეიდების დროს, 9 ადამიანი დააკავა, 5 ადამიანი კი მოგვიანებით გაათავისუფლეს.