მომხმარებელთა დაცვის თემაზე პარლამენტში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

მომხმარებელთა დაცვის თემაზე პარლამენტში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

პარლამენტში, უმრავლესობის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) მხარდაჭერით, პროექტის "კლიენტის ხმა" ფარგლებში, ხვალ კვლევის - "მომხმარებელთა დაცვა და მიკროსა ფინანსო სექტორი საქართველოში: განვითარების შესაძლებლობის მქონე პასუხისმგებლიანი ბაზარი" პრეზენტაცია გაიმართება.

კვლევა Smart Campaign-is da Bankable Frontier Asociates (BFA)-ის მიერ ჩატარდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციას შმარტ ჩამპაიგნ-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასისა და ცენტრალური აზის წამყვანი სპეციალისტი დენიელ ბოლსონი წარადგენს, რომელიც საქართველოში განხორციელებული კვლევის პროცესში უშუალოდ იყო ჩართული.

"კვლევის მიზანი იყო იმის გაგება, თუ რას მიჩნევენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები პრობლემურად და რას უყურებენ დადებითად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმართებაში. ანგარიში წარმოდგენილია ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის ძირითადი დასკვნები, კლიენტის დაცვის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ამჟამინდელი და ყოფილი მომხმარებლები საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ ქართულ სინამდვილეში საკმაოდ იშვიათია უკიდურესი და აშკარად ცუდი მოპყრობის მაგალითები, რომლებიც ესოდენ ხშირად გვხვდება სხვა ბაზრებზე, თუმცა ასეთი წარმატების მიუხედავად, კლიენტების დაცვას საქართველოში კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, რადგან არსებობს ძნელად შესამჩნევი პრობლემები, რომლებიც კვლავაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ყველაზე უფრო გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსურ კეთილდღეობას. გარდა პრობლემების ანალიზისა, ანგარიში ასევე შეიცავს რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს დარგმა მომხმარებლის დაცვის უფრო ფუნქციური ეკოსისტემის წასახალისებლად", - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურისმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.