"ისლამური სახელმწიფო" ახალ ვიდეორგოლს აქვეყნებს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ერთ-ერთი "ბოევიკის" ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელიც "Sharia4Belgium"-ის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ამ ვიდეორგოლში ახალი ტერაქტების შესახებ მუქარაა ასახული. ამის შესახებ გამოცემა "De Standaard" იუწყება.

ვიდეორგოლი იწყება გაფრთხილებით ფრანგულ ენაზე, რომ ბელგიაში ტერაქტები პრელუდია იყო. ამის შემდეგ ჩნდება ხიშამ შაიბი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალაქ რაკას ქუჩაში იმყოფება.

"ამ ინფორმაციით მინდა მივმართო ბელგიელ ხალხს, ბელგიის ხელისუფლებას, მთელ მსოფლიოსა და მთელ კოალიაციას, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის", - ამბობს "ბოევიკი". შემდეგ ის კოალიციური ძალების მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საუბრობს.

"თქვენ აქ იმისთვის ჩამოხვედით, რომ ყოველდღიურად გვბომბოთ. კითხვა იმაშია, რა მოგიტანათ ამან. მიუხედავად ყოველდღიური შეტევებისა, მუსლიმები აქ ბედნიერად ცხოვრობენ. თქვენზე ერთი შეტევა და შიშში ცხოვრობთ და საფრთხის დონეს მაქსიმუმამდე ზრდით", - ამბობს ტერორისტი.

მისივე თქმით, პარიზის ტერაქტებმა ვერავის ვერაფერი ასწავლა. "ვიდრე მუსლიმების მკვლელობას გააგრძელებთ თქვენი "ეფ-16"-ებით, ჩვენ თქვენი ხალხის მოკვლას გავაგრძელებთ", - ამბობს ხაშამ შაიბი.

ვიდეორგოლის დასასრულს, ის ორი გასროლით კლავს ტყვეს, სიტყვებით "ბრძოლა თქვენს ქვეყნებში გაგრძელდება".