"პარიზი ეცემა"- ამ სახელწოდებით „ისლამური სახელმწიფო“ მუქარის შემცველ ვიდეორგოლს აქვეყნებს

ტერორისტების სამიზნე ისევ საფრანგეთის დედაქალაქია. 6-წუთიან ვიდეოში, რომელიც ისლამისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელს, გამოყენებულია ეიფელის კოშკის აფეთქების კადრები ერთ-ერთი ფილმიდან.

ასევე, ჩანს 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტის კადრებიც. ვიდეოში ისმის არაბულ ენაზე საუბარიც.

საფრანგეთის დედაქალქთან ერთად, ტერორისტების მუქარის ობიექტი ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდია.