კათოლიკური სამყარო 27 მარტს აღდგომას დღესასწაულობს. რომის პაპმა თავის სააღდგომო სიტყვაში მორწმუნეებს მოუწოდა, არ შეეშინდეთ და ნუ ექნებათ პესიმიზმი.
"მოდით, ნუ მივცემთ ნებას სიბნელესა და შიშს დაეუფლონ ჩვენს გონებასა და გულს. დღეს ჩვენი იმედის დღესასწაულია, რაც ძალიან აუცილებელია დღეს ჩვენთვის", - განაცხადა პაპმა.
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო, ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ტერაქტების საფრთხის მიზეზით, ბევრმა მომლოცველმა ვატიკანში ჩასვლისგან თავი შეიკავა.