საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს და კათოლიკურ მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
"ვულოცავ ყველას, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. ქრისტეს ჯვარცმა და აღდგომა უკავშირდება ადამიანების ცოდვებისაგან დახსნასა და საყოველთაო განახლებას. აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია თითოეული ქრისტიანისთვის და ამით არის ის მათთვის გამორჩეულად ძვირფასი. ყველას ვუსურვებ ბედნიერებას, წინსვლასა და დიდ წარმატებებს", - ნათქვამია პრემიერის მისალოცში.