იტალიაში ტერორისტების სავარაუდო დამხმარე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დაკავებული ალჟირის მოქალაქეა. ის პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში მყოფ პირთათვის ყალბი დოკუმენტების დამზადებაშია ეჭვმიტანილი.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბელგიის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილის დაკავების ევროპული ორდერი გასცა.
ტელეკომპანია Sky TG 24 –ის ცნობით, საუბარია 40 წლის ჯამალ ად-დინ უალიზე, რომელსაც უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, ბელგიურ მხარეს გადასცემენ.