ტიტას ხის ურეკის სანაპიროდან ხმელეთზე გადასატანად სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ზიმოს" ინჟინერმა ირაკლი შანავამ განუცხადა , სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის ხის ხმელეთზე გადატანა შესაძლებელი გახდება.
შეკვეთილის სანაპიროზე ხის გადასატანად სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. სამუშაოებს ხელს უშლიდა ზღვის მოქცევა და უამინდობა. თავდაპირველად, ბარჟის ნაპირამდე მისატანად ნაპირის ჩაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი ბარჟამდე გზის მიყვანა დაიწყეს. ადგილზე ათამდე სპეცტექნიკა მუშაობს.
ციხისძირიდან ტიტას ხის სანაპირომდე მიტანას და ბარჟაზე განთავსებას სამი დღე დასჭირდა.