არსებული ინფორმაციით, შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება

არსებული ინფორმაციით, შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება

არსებული ინფორმაციით, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალურად, იაშვილის სახელობის კლინიკის ეზოში შეკრებილებს შორის ვრცელდება.

ამასთან, როგორც შორენა ბეგაშვილის ახლობლების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებენ, ექიმები ამ წუთებში ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის საკითხზე თანხმდებიან.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა აღნიშნულს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში არ ადასტურებენ. 

"პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება და არც ოპერაცია უტარდება", - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში, სადაც არ აკონკრეტებენ, შეესაბამება თუ არა მოტეხილობების შესახებ არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს. 

მათი განმარტებით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხვალ დილამდე მედიისთვის კომენტარი აღარ გაკეთდება. ჟურნალისტებთან ექიმი განცხადების გაკეთებას 10:00 საათისთვის გეგმავს. 

შორენა ბეგაშვილის შვილი, რომელიც 15 წლამდე ასაკისაა, რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.