ძიუდოისტთა გრან-პრიზე ნუგზარ ტატალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ძიუდოისტთა გრან-პრიზე ნუგზარ ტატალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრიზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა ოქროს მედალი, ლაშა შავდათუაშვილმა და ფრიდონ გიგანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

ტატალაშვილმა ფინალში მონღოლი ოდბაიარ განბაათარი დაამარცხა. შავდათუაშვილმა მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ბრაზილიელ მარსელო კანტონის იპონით მოუგო, გიგანმა კი გეორგიოს აზოიდისი დაამარცხა. 

ამავე წონაში საწყის ეტაპზევე დამარცხდა კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი გიორგი კაციაშვილი.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში  ლევან გუგავამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტუნრირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოუტანა, ბრინჯაო კი ამირან პაპინაშვილმა (-60) დაისაკუთრა.