საზოგადოება ცალკეა და სახელისუფლებო ელიტა კი აბსოლუტურად თავის პარალელურ სამყაროშია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ციხისძირიდან შეკვეთილში ტიტას ჯიშის ხის გადარგვის ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა.
ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ამაზე არ უნდა ხარჯავდეს არც ფულს და არც ენერგიას საერთოდ არავინ.
"უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები საზოგადოების, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე. ხანდახან მართლაც მგონია, რომ პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ - ხალხი, საზოგადოება ცალკეა და ეს სახელისუფლებო ელიტა აბსოლუტურად თავის პარალელურ სამყაროშია. ეს მათი პრობლემაა, საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს, - განაცხადა ალსანიამ.