შეკვეთილში ბეტონის ფილების დაგება მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ერთსაათიანი შესვენების შემდეგ შეკვეთილში სანაპიროზე სამუშაო პროცესი კვლავ გაგრძელდა.
როგორც მუშები აცხადებენ, სავარაუდოდ ბეტონის ფილები 150 მეტრის სიგრძეზე დაიგება და ტიტას ხე დღეს გვიან გადმოიტანენ.
ბარჟა ნაპირიდან რამდენიმე მეტრში იმყოფება. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.