სინოპტიკოსები თვის ბოლომდე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, უახლოეს დღეებში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა დაახლოებით, +10 +15 გრადუსის ფაგრლებში იქნება, თუმცა 28-29 მარტს მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.
როგორც ნიორაძე აცხადებს, წვიმიანი და არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.