რომის პაპმა მიგრანტებს ფეხები დაბანა

რომის პაპმა მიგრანტებს ფეხები დაბანა

რომის პაპმა ფრანცისკემ ფეხბანვის რიტუალზე მიგრანტებს ფეხები დაბანა.

რომის პაპი გარეუბანში ლტოლვილთა ბანაკს ესტუმრა და ფეხთბანვის ტირუალზე 12 მიგრანტს ფეხები დაბანა.

რიტუალში მონაწილეობა რვა მამაკაცმა და ოთხმა ქალმა მიიღო. მათ შორის იყვნენ, როგორც ქრისტიანები, ასევე მუსლიმებიც.

ფეხთბანვის რიტუალის დაწყებამდე რომის პაპმა ბრიუსელში მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მუსლიმები, ინდუსები, კათოლიკეები, ევანგელისტები - ყველანი ძმები და ერთი ღმერთის შვილები არიან.

"ჩვენ გვინდა მშვიდი, ინტეგრირებული ცხოვრება",- განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტი იყო ომის მცდელობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მშვიდობა არ სურთ და სისხლი სწყურიათ.

კათოლიკე ქრისტიანები აღდგომას წელს, 27 მარტს აღნიშნავენ.