გერმანიის იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი არ გამორიცხავს, რომ ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ტერორისტების მომდევნო სამიზნე გერმანია გახდეს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა "ზუდდოიჩე ცაითუნგს" განუცხადა.
მისი თქმით, გერმანია ტერორისტების პოტენციური სამიზნეა. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღკვეთოს მსგავსი თავდასხმები და დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გუშინ, ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.