ფრანსუა ოლანდი - ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს

ფრანსუა ოლანდი - ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელსა და პარიზში განხორციელებული ტერაქტების უკან მდგარი ტერორისტების ქსელის განადგურება მიმდინარეობს. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. 

"ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის სხვა ქსელები. მაშინაც კი, როდესაც პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმების უკან მდგარი ტერორისტების განადგურების პროცესი მიმდინარეობს, საფრთხე კვლავ რჩება", - აღნიშნა ოლანდმა. 

განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ქვეყნის პოლიციამ ეროვნებით ფრანგი რედა კრიკეტი დააკავა, რომელიც გავრცელებული ცნობით, თავდასხმას გეგმავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებულს კავშირი აქვს ბრიუსელის და პარიზის ტერაქტების ორგანიზატორებთან. მისი დაკავების შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა ქალაქ არჟანტიოიშიც. 
ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპის არაერთ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.