შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მუსლიმანი მამაკაცი რელიგიური მოტივით მოკლეს. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის 40 წლის მფლობელმა, ასად შაჰმა საკუთარ ვებგვერდზე ქრისტიანებს - კათოლიკებს და პროტესტანტებს აღდგომა მიულოცა. მოგვიანებით კი იგი ცივი იარაღით დაჭრილი იპოვეს.
ასად შაჰი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი 32 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე მუსლიმანია.