ერაყში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ თავდასხმას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ თავდასხმას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისკანდარიაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ფეხბურთის სტადიონზე თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, ხოლო დაშავდა 60. ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" იტყობინება. 

თავდასხმა საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულებს შორის არის ქალაქს მერიც. ქალაქი ისკანდარია ძირითადად შიიტებით არის დასახლებული. 
მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აღნიშნული ექსტრემისტული დაჯგუფება ერაყის არაერთ ქალაქს აკონტროლებს.