იემენის სამხრეთ რეგონში მდებარე ქალაქ ადენში განხორციელებულ სამ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ "ბიბისი" წერს.
გავრცელებული ცნობით, არის ათობით დაშავებული, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. აფეთქებები საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა. მასზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აღნიშნულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ იემენში მოქმედება სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ მათ არაერთი თავდასხმა განახორციელეს.
"ისლამური სახელმწიფო" იემენში სამთავრობო ძალებისა და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.