"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი სირიაში აშშ-ის კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
როგორც ტელეკომპანია "ენბისი" იტყობინება, მარტში განხორციელებული იერიშების შედეგად ჰაჯი იმამის სახელით ცნობილი, აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-კადული მოკლეს.
მანამდე კი ვაშინგტონმა ფულადი ჯილდოს სახით 7 მილიონი დოლარი დაააწესა კადულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. იგი "ისლამურ სახელმწიფოში" მნიშვნელობით მეორე ლიდერად იყო ცნობილი.