ბრიუსელში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

ბრიუსელში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

ბელგიის სპეცდანიშნულების რაზმმა და პოლიციამ ბრიუსელის სხარბეკის რაიონში სპეცოპერაცია დაასრულა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით,დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ "RTBF"-მ გაავრცელა ინფორმაცია , რომ სპეცოპერაციის დროს აფეთქებების ხმა ისმოდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთს თან ჰქონდა ხელჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით.

დაკავებისას მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ისინი ფეხში დაიჭრნენ. ადგილობრივი ხელისუფლება ამ პირების დაკავების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ დაკავება ბრიუსელის ტერაქტებს უკავშირდება.