euronews.ge - გაერო აფრიკაში სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიებისთვის ახალ მისიას აგზავნის

euronews.ge - გაერო აფრიკაში სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიებისთვის ახალ მისიას აგზავნის

გაერო აფრიკაში სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიებისთვის ახალ მისიას აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მულტიგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისიამ ახალი შეტყობინებები მიიღო სექსუალური ძალადობის ფაქტების თაობაზე, რომელიც 2014-2015 წლების პერიოდს შეეხება და მასში საუბარია როგორც გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა, ისე სხვა ორგანიზაციათა და სამოქალაქო პერსონალის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე.

"ჩვენი პირველადი ამოცანაა, სასწრაფოდ დავადგინოთ ამ ფაქტების ნამდვილობა და მისი ჩამდენების პასუხისგების საკითხი დავაყენოთ... ინტეგრირებული ჯგუფი დაუყოვნებლივ იქნება გაგზავნილი ადგილზე, კემოს პრეფექტურაში, სადაც სხვა ორგანიზაციებისა და სადისციპლინო ერთეულის წევრებთან ერთად შეისწავლის სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისია სრულად ითვალისწინებს გაერო-ს გენერალური მდივნის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას დამნაშავეთა მიმართ", - ეურონეწს.გე-ს ინფორმაციით, ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებაში.