ქალაქ ბონის რკინიგზის სადგურზე ბომბს ეძებენ

ქალაქ ბონის რკინიგზის სადგურზე ბომბს ეძებენ

ამ წუთებში ბონის რკინიგზის სადგური სამართალდამცველებმა გადაკეტეს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის მიზეზი აფეთქების საშიშროებაა.

გამოცემა იუწყება, რომ ამ დროისთვის პოლიციას სადგურის ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს და ძაღლების დახმარებით შემოწმება მიმდინარეობს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ სადგურში მატარებლების გაჩერება არ ხდება. ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. შესაბამისად, არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები, ნამდვილად არის თუ არა ბომბი ბონის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე.