ბრიუსელში სპეცოპერაციის დროს აფეთქებების ხმა გაისმა

ბრიუსელში სპეცოპერაციის დროს აფეთქებების ხმა გაისმა

ბრიუსელში სპეცოპერაციის დროს აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ "როიტერი" წერს. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, ერთი ადამიანის ნეიტრალიზება მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ბრიუსელში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს იყო აფეთქებების ხმაც. მათივე ცნობით, ქუჩებში სასწრაფო დახმარების მანქანების სწრაფი გადაადგილება შეინიშნება.

დღეს რეიდების შედეგად ევროპის სამ ქვეყანაში 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის შვიდი ბრიუსელში, ერთი პარიზში და ორი გერმანიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტერაქტებში არიან ეჭვიმტანილი.

ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერაქტების შემდეგ ბრიუსელში სპეცოპერაციები მიმდინარეობს.