ე.წ.

ე.წ. "კაბელების საქმეზე" ირაკლი სესიაშვილი დაიკითხება

ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით, 29 მარტს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაიკითხება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა.

მისი თქმით, სესიაშვილი მოწმეთა სიაშია შეყვანილი და სასამართლომ მისი დაკითხვის შესახებ უწყება გასცა.

"უწყება, უკვე ჩაბარებული აქვს პარლამენტის კანცელარიაში. ველოდებით სასამართლოს სხდომას, სადაც ირაკლი სესიაშვილს დაკითხავენ", - განაცხადა ლევან სამუშაიამ.