გია გაჩეჩილაძის მიერ მაკა ასათიანის 25%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ამჟამად მხარეებს შორის მორიგებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კომუნიკაცია, რომელიც "მაესტროს" ფინანსური ვალდებულებების განსაზღვრას და მათი გადახდის გზების მოძიებას ეხება.
"მე არ მაქვს ინფორმაცია რომ ასეთი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მხარეებს შორის მორიგებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობს, რომელიც "მაესტროს" ფინანსური ვალდებულების განსაზღვრას და მათი გადახდის გზების მოძიებას მოიცავს", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ, თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მაკა ასათიანსა და გია გაჩეჩილაძეს შორის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მის გარეშე შეიძლება მიმდინარეობდეს.