ტყუილია, რომ მაკა ასათიანის წილის შეძენაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

ტყუილია, რომ მაკა ასათიანის წილის შეძენაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანის წილის შესყიდვაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას არ ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძემ განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოლაპარაკებები მხოლოდ ერთობლივ მართვაზე მიმდინარეობს.

"ტყუილია, საერთოდ არ მიდის წილის გაყიდვა-გამოყიდვაზე ლაპარაკი. ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვინ ავრცელებს ამ ტყუილებს, წარმოდგენა არა მაქვს", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.