მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაკა ასათიანი შპს "სტუდია მაესტროს" 25%-იან წილს გია გაჩეჩილაძეზე ასხვისებს.
ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელიც შპს სტუდია "მაესტროს" წილებს ეხებოდა.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მოლაპარაკებები გია გაჩეჩილაძესა და მაკა ასათიანს შორის წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ამჟამად არ მიმდინარეობს.
"მაკა ასათიანს წილი გია გაჩეჩილაძისთვის არ მიუყიდია. გავრცელებული ინფორმაცია არის არასწორი, მცდარი, დეზინფორმაცია. მოლაპარაკებები ამჟამად ამ საკითხზე არ მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.