"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები თბილისში

პარტია ასრულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას.

24 და 25 მარტს, 11:00 საათიდან, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საოლქო ორგანიზაციების კონფერენციებს თბილისში გახსნიან.

კოფერენციებზე აირჩევენ თბილისის 10 საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ბიუროს წევრებს და პარტიის ყრილობის დელეგატებს.