ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მსოფლიოს მოუწოდებს, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანდეს, აშშ კი, მზადაა ნებისმიერი დახმარება გაუწიოს ბრიუსელს თავდასხმების გამოძიების საკითხში.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა არგენტინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს ბრძოლას ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მის სრულ განადგურებამდე.
"მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებული ვართ ისინი დავამარცხოთ, ვინც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი ხალხისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის მსოფლიოში", - განაცხადა ბარაქ ობამამ.