ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს და იუსტიციის მინისტრების საგანგებო სამიტი გაიმართება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს და იუსტიციის მინისტრების საგანგებო სამიტი გაიმართება

ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მომხდარ ტერაქტებზე ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები იმსჯელებენ. საგანგებო სამიტი ხვალ გაიმართება . ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოში განაცხადეს.

მანამდე, ასეთი საგანგებო შეკრების შესახებ განცხადებები გააკეთეს ნიდერლანდებმა, ასევე ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეების საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა.

22 მარტს ბელგიის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტებს, დაზუსტებული, ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა და 261 დაშავდა.