პოროშენკო პუტინს ორ რუს სამხედროში ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლას სთავაზობს

პოროშენკო პუტინს ორ რუს სამხედროში ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლას სთავაზობს

პოროშენკო პუტინს ორ რუს სამხედროში ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლას სთავაზობს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნადეჟდა სავჩენკოს, ორ რუს სამხედროში გაცვლას სთავაზობს.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ის მზად არის უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები, ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი უკრაინელ მფრინავზე გაცვალოს, რომელსაც დღეს მოსკოვის სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ პოროშენკომ, ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საკუთარ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ნორმანდიული ოთხეულის ერთ-ერთ შეხვედრაზე დადებული პირობაც შეახსენა.

"პრეზიდენტი პუტინი ნორმანდიული ფორმატის შეხვედრების მიმდინარეობისას აცხადებდა, რომ ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს დაუბრუნდებდა. დადგა დრო ამ პირობის შესრულების. თავის მხრივ, მე მზად ვარ გადავცე რუსეთს ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიაში მონაწილეობისთვის დააკავეს. მათ საქმეზე სასამართლო განხილვები ფინალურ სტადიაშია და მათი დასრულებისთანავე მზად ვარ, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათი რუსეთში გამგზავრება ვუზრუნველყო", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.