დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტ, დანიელ გახარიას განცხადებით, საგადასახადო ცვლილება მნიშვნელოვნად წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.
„მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რეფორმას სჭირდება დაკვირვებული მუშაობა და დრო. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მოგების გადასახადის ახალი მოდელი ამოქმედდება 2017 წლის პირველ იანვარს. მნიშვნელოვანია, რომ წელსვე ამოქმედდება ის ნორმა, როდესაც კომპანიები ძირითადი საშუალებების იმპორტისას აღარ გადაიხდიან დამატებული ღირებულების გადასახადს. მინდა ვთქვა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით ძალიან კარგი სამუშაო ჩაატარა. თითოეულ ბიზნეს ასოციაციასთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც დეტალურად იყო განხილული ამ კანონპროექტის დადებითი შედეგები",- აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი.