ქავთარაძეზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთ პირს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას სხეულზე დაზიანებები, ტრავმა აქვს მიყენებული. ამ წუთებში ის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადას ქირურგიის ინსტიტუტში გადაჰყავს.