ანკარაში განხორციელებული ტერაქტის შემკვეთის ვინაობა ცნობილია

ანკარაში განხორციელებული ტერაქტის შემკვეთის ვინაობა ცნობილია

თურქეთის დედაქალაქში, 13 მარტს მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა“ აიღეს.

შესაბამისი განცხადება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირე დაჯგუფების „ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, სწორედ ამ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა, ანკარაში, მიმდინარე წლის 17 თებერვალს მომხდარ ტერაქტზე, რა დროსაც 28 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.