ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ მიუხედავად ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობისა, თურქეთს უახლოეს მომავალში, ევროპულ ბლოკში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
მისი შეფასებით, თურქეთი ევროკავშირში გაწევირიანებისთვის მზად უახლოესი 10 წელი კიდევ არ იქნება.
„თურქეთი არ არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად და საეჭვოა, რომ უახლოესი 10 წლის მანძლზე, რამე შეიცვალოს“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ჟან-კლოდ იუნკერი „ფრთხილ ოპტიმიზმს“ გამოთქვამს 17-18 მარტს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, სადაც მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით, შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.